ბორის ჯონსონი-უკვე აღარ არსებობს ეჭვი, რა სახის ნივთიერება იყო გამოყენებული სკრიპალების მოწამვლისას
ბორის ჯონსონი-უკვე აღარ არსებობს ეჭვი, რა სახის ნივთიერება იყო გამოყენებული სკრიპალების მოწამვლისას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მიესალმა. ბორის ჯონსონის თქმით, ახლა უკვე აღარ არსებობს ეჭვი, თუ რა სახის ნივთიერება იყო გამოყენებული სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლისას.

“არ არსებობს ალტერნატიული ახსნა იმისა, თუ ვინ დგას მომხდარის უკან. მხოლოდ რუსეთს აქვს შესაბამისი მასალები, გააჩნია მოტივი და წარსულში აქვს მსგავსი რამ ჩადენილი” – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონის თხოვნით, სოლსბერიში მომხდარი დანაშაულის გამოძიების შედეგები „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” ყველა წევრს,  მათ შორის რუსეთსაც გადაეგზავნა.

ჯონსონის თქმით, ლონდონის ინიციატივით 18 აპრილს მოიწვევენ “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” აღმასრულებელი საბჭოს სხდომას, რომელზეც შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია” OPCW ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრტანეთის დასკვნას დაეთანხმა.