ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია
ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჭანჭახი ადიდდა და სოფელ გლოლასთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას საფრთხეს უქმნიდა, თუმცა, პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა.
ადგილზე რაჭა-ლეჩქუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფება.
გუბერნატორის ინფორმაციით, მდინარის ნაპირზე სპეციალური ლოდები განთავსდა და საფრთხე მოიხსნა.
უხვი ნალექი ასევე საფრთხეს ქმნის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბშიც, სადაც მდინარე მუხრა ადიდდა.
„ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ზარალი თავიდან იყოს აცილებული“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს არჩილ ჯაფარიძემ.