„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - ბახმუტის გარშემო რუსეთის მოქმედებების ტემპი ნელდება, თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთის ძალები ცდილობენ სხვა მიმართულებებით შეტევის დაწყებას
ბახმუტის გარშემო რუსეთის მოქმედებების ტემპი ნელდება, თუმცა რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ სხვა მიმართულებებით შეტევის დაწყებას, კერძოდ, ავდეევკის რაიონში. შესაბამის ინფორმაციას „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 21 და 22 მარტს რუსეთის ძალებმა ბახმუტის სამხრეთით დამატებითი შეტევები განახორციელეს, უკრაინის ძალებმა კი კონტრშეტევები განახორციელეს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ შემოგარენში.
როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, ამჟამად რუსეთის ძალები შეტევითი ოპერაციების ტემპებს ზრდიან ავდეევკის რაიონში დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევის მიზნით და არ არის გამორიცხული, რომ ამას აკეთებენ ბახმუტის რაიონში თავიანთი ოპერაციების და უგლედარში შეფერხებული შეტევის ხარჯზე.