ომანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ქალს, რომლებიც ომანში ირანიდან ჩავიდნენ.
ისინი იზოლირებულნი არიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანთან ავიამიმოსვლა შეწყდა.