ომალოში დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ომალოში დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ომალოში დაშავებული 33 წლის მაია გულეური თბილისში, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.

კლინიკის დირექტორის, ბუბა შალამბერიძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ის კონტაქტურია.

„პაციენტს ქალატვინის ტრავმა, ფუძის მოტეხილობა აღენიშნება. არც კლინიკურად და არც თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად არ იკვეთება ქირურგიული ოპერაციის ჩატარების საჭიროება. პაციენტის ტრანსპორტირება 2-3 კვირა არ არის შესაძლებელი“, – აღნიშნა ბუბა შალამბერიძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში 33 წლის ტურისტი ჯირითის დროს ცხენიდან გადმოვარდა. მაია გულეურმა დაცემისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. დაშავებული თუშეთიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.