თუშეთის სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად ტურისტი დაშავდა
თუშეთის სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად ტურისტი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ჯირითის დროს ცხენიდან 33 წლის ტურისტი გადმოვარდა. მაია გულეურმა დაცემისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. მომხდარი ფაქტი პირველ არხს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ დაუდასტურა.

„მაია გულეური საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ის დიდი ხანია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს და ახლა თუშეთში იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ მან გონება დაკარგა. ოპერატიულად იქნა ვერტმფრენი გამოძახებული და მისი გადაყვანა უკვე მოხერხდა სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნა კახოიძემ.

დაშავებული თუშეთიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.