ოლივერ ვარჰეი - საქართველოსთან შევთანხმდით, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური გეგმის შესრულება, ჩვენს დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების პოტენციალი
ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე განიხილება ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი.
„დღეს ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპს. საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.
მისი თქმით, დისკუსიის დროს საქართველოსთან შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება.
„დისკუსიის დროს ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. ჩვენს დაკავშირებულობის დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.