ოლივერ ვარჰეი – საქართველოსთან შევთანხმდით, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური გეგმის შესრულება, ჩვენს დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების პოტენციალი
ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე განიხილება ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი.
„დღეს ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპს. საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.
მისი თქმით, დისკუსიის დროს საქართველოსთან შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება.
„დისკუსიის დროს ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. ჩვენს დაკავშირებულობის დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.
Today at the 8. #EU – #Georgia Association Council we discuss the next phase after the December 2023 European Council decision.
The 9 steps set out in the 2023 Enlargement Report recommendations need to be addressed.
We continue to support 🇬🇪 on its 🇪🇺path. @PM_Kobakhidze pic.twitter.com/wUPlNaOCPn— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) February 20, 2024
During our discussion we agreed with Georgia to speed up the implementation of our Economic & Investment Plan.
Our connectivity agenda has huge potential to improve the lives of many living on both sides of the Black Sea 🌊 #EIP pic.twitter.com/BE5p0YyPY1
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) February 20, 2024