ოლივერ ვარჰეი - სამძიმარს ვუცხადებ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება, ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ
ოლივერ ვარჰეი - სამძიმარს ვუცხადებ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება, ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„გულწფელი სამძიმარი მინდა, გამოვუცხადო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ“, – წერს ოლივერ ვარჰეი.