ოლივერ ვარჰეი – სამძიმარს ვუცხადებ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება, ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ

11:20, 05.08.2023

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„გულწფელი სამძიმარი მინდა, გამოვუცხადო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

მსგავსი