ოლივერ ვარჰეი - გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას და მზადყოფნას მიანიჭოს სტატუსი საქართველოს, როდესაც პრიორიტეტები შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.