ოლივერ ვარჰეი – გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას და მზადყოფნას მიანიჭოს სტატუსი საქართველოს, როდესაც პრიორიტეტები შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
Welcome today’s European Council decision granting #Ukraine and #Moldova candidate status and the readiness to grant candidate status to #Georgia once the priorities will be addressed.
We will continue supporting 🇺🇦 – 🇲🇩 – 🇬🇪 on their European path.
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) June 23, 2022