ოლივერ ვარჰეი - ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ამოცანების სია ნათელია, თქვენი ერთგულება და მონდომება დაგვეხმარება დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში
სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს გაფართოების შესახებ პირველი მოხსენება და ევროკავშირის გზაზე საქართველოს შემდეგი ნაბიჯები.
„კომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამოცანების სია ნათელია. თქვენი ერთგულება და მონდომება დაგვეხმარება დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში“, – წერს ოლივერ ვარჰეი.