ოლივერ ვარჰეი – ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ამოცანების სია ნათელია, თქვენი ერთგულება და მონდომება დაგვეხმარება დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში
სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს გაფართოების შესახებ პირველი მოხსენება და ევროკავშირის გზაზე საქართველოს შემდეგი ნაბიჯები.
„კომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამოცანების სია ნათელია. თქვენი ერთგულება და მონდომება დაგვეხმარება დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
Discussed the very first #Enlargement Report w/ Minister @iliadarch & next steps on #Georgia’s EU path.
The Commission has recommended to grant 🇬🇪 EU candidate country status.
The list of tasks is clear.Your commitment & determination will help to fulfil the remaining steps. pic.twitter.com/UjvBNx7oFZ
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) November 8, 2023