ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას, რათა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს
ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას, რათა ვაქცინებზე ყველასთვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, – ასე გამოეხმაურა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტიის ჩამოტანას.
„მოხარულია ვარ, რომ „კოვაქსის“ ფარგლებში „კოვიდ-19“-ის საწინაღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში ჩავიდა ამ დილით. ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას, რათა ვაქცინებზე ყველასთვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს ევროკომისარი „ტვიტერში“.