ოლივერ ვარჰეი – ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას, რათა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს

16:25, 13.03.2021

ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას, რათა ვაქცინებზე ყველასთვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, – ასე გამოეხმაურა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტიის ჩამოტანას.

„მოხარულია ვარ, რომ „კოვაქსის“ ფარგლებში „კოვიდ-19“-ის საწინაღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში ჩავიდა ამ დილით. ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას, რათა  ვაქცინებზე ყველასთვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს ევროკომისარი „ტვიტერში“.

მსგავსი