2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქ პიონჩანგში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 132-ე სესია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ოლიმპიური კომიტეტის წევრებს შორის გაიმართა კენჭისყრა ორგანიზაციის აღმასკომის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დისკვალიფიკაცია მისცეს.
სესიის თითქმის ყველა მონაწილემ (ორმა თავი შეიკავა) რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტის მიმართ სანქციებს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ წასულა.
რუსეთის ოლიმპიური გუნდი პიონჩანგის თამაშებზე ნეიტრალური დროშით გამოვა, გუნდის სახელწოდება იქნება – OAR (“ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან”). საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წამყვანი რუსი სპორტსმენების დიდი ნაწილი არ დაუშვა 2018 წლის ოლიმპიადაზე და საბოლოოდ, პიონჩანგში OAR მხოლოდ 168 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.