ოლგა სტეფანიშინა - უკრაინის მთავრობა ქვეყანაში ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობს
უკრაინის მთავრობა მუშაობს ქვეყანაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როიტერის“ ცნობით, უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 29 იანვარს უნდა შეხვდნენ, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინაში ვიქტორ ორბანის ვიზიტის საკითხიც განიხილება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიევში თუ ჩავიდა, ომის დაწყების შემდეგ ეს ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში.