ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა ტრანსპორტის მინისტრი, რომელმაც კოლეგებთან წინასწარი თანხმობის გარეშე ჩინეთთან შეთანხმება გააფორმა
ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა ტრანსპორტის მინისტრი, რომელმაც კოლეგებთან წინასწარი თანხმობის გარეშე ჩინეთთან შეთანხმება გააფორმა

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა ტრანსპორტის მინისტრი, რომელმაც კოლეგებთან წინასწარი თანხმობის გარეშე ჩინეთთან შეთანხმება გააფორმა.

ვოლკერ ვისინგმა ოთხშაბათს ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ჟუანგ რონგვენთან ხელი მოაწერა „სასაზღვრო მონაცემთა გადაცემის შესახებ“ შეთანხმებას.

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ შეთანხმების დეტალები არ გაავრცელა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არის ჩინეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაგრძელება.

გერმანული მედიის ცნობით, შეთანხმების კონსულტაციების გარეშე გაფორმებამ შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებში შეშფოთება გამოიწვია.

გერმანული მედიის შეფასებით, ეს შემთხვევა გერმანიის ფედერალურ მთავრობაში კრიზისის კიდევ ერთი გამოვლინებაა, სადაც სამი პარტია („სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“) წარუმატებლად ცდილობს 2025 წლის ბიუჯეტზე შეთანხმებას.