ოლაფ შოლცი - საწვავის ფასებს თუ გადავხედავთ, რთული სიტუაციის წინაშე ვართ, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ სუბსიდირებას, ამიტომ აუცილებელია საწვავის წარმოების გაზრდა
ოლაფ შოლცი - საწვავის ფასებს თუ გადავხედავთ, რთული სიტუაციის წინაშე ვართ, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ სუბსიდირებას, ამიტომ აუცილებელია საწვავის წარმოების გაზრდა

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილება, აწარმოოს სასტიკი ომი უკრაინაში, იმპერიალისტური მიდგომაა. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა ინტერვიუ გერმანიის კანცლერის იოჰანესბურგში ვიზიტის დროს ჩაწერა.

ოლაფ შოლცის ინფორმაციით, პუტინთან პირადი საუბრისას რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ ომი არასდროს მოუტანს დადებით შედეგს რუსეთს. შოლცის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება.

ამასთან, როგორც ინტერვიუში გერმანიის კანცლერი ამბობს, ევროკავშირი და აშშ ახლა სათავეში უდგანან ინიციატივას, რათა მსოფლიოში საწვავზე ფასები შემცირდეს. შოლცის განცხადებით, ამ მიზნით ევროპა და აშშ ერთად ცდილობენ, დაარწმუნონ სხვა ქვეყნები, გაზარდონ ნავთობისა და გაზის წარმოება.

„ჩვენ რთული სიტუაციის წინაშე ვართ, თუ გადავხედავთ საწვავის ფასებს. ცხადია, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ სუბსიდირებას, მათ შორის გლობალურ დონეზე. ამიტომ აუცილებელია საწვავის წარმოების გაზრდა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.