გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჰქონდა.
„მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე“, – თქვა შოლცმა.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა რუსეთის ჯარების გაყვანა იქნება.
„ეს არის ის, რისი გაგებაც საჭიროა“, – აღნიშნა შოლცმა.
კანცლერის გამოსვლისას აუდიტორიაში დრო და დრო ისმოდა შეძახილები მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით, რაზეც შოლცმა უპასუხა: „ეს ნორმალურია, თუმცა მთავარია ვინ ვისთან მართავს მოლაპარაკებებს და რა თემაზე“.
შეგახსენებთ, რომ მაისში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კვლავ აპირებდა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს, თუმცა ზუსტი დრო არც მაშინ დაუსახელებია.