ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

16:38, 10.06.2023

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჰქონდა.

„მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე“, – თქვა შოლცმა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა რუსეთის ჯარების გაყვანა იქნება.

„ეს არის ის, რისი გაგებაც საჭიროა“, – აღნიშნა შოლცმა.

კანცლერის გამოსვლისას აუდიტორიაში დრო და დრო ისმოდა შეძახილები მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით, რაზეც შოლცმა უპასუხა: „ეს ნორმალურია, თუმცა მთავარია ვინ ვისთან მართავს მოლაპარაკებებს და რა თემაზე“.

შეგახსენებთ, რომ მაისში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კვლავ აპირებდა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს, თუმცა ზუსტი დრო არც მაშინ დაუსახელებია.

მსგავსი