მედიის ცნობით, ოლაფ შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ნატო-ს ჩართვას გამორიცხავს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ნატო-ს ჩართვას გამორიცხავს.
„ჩვენ არ ჩავერევით სამხედრო კუთხით. ეს ეხება ნატო-ს, ის ამას არ გააკეთებს, ასევე სხვებიც. ამ სიტუაციაში ეს არასწორი იქნებოდა. რასაც ვაკეთებთ, ეს არის მხარდაჭერა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, სანქციებმა შედეგი გამოიღო.
„მე ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ის იმუშავებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები გაგრძელდეს.