ოლაფ შოლცი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს წევრის სტატუსისგან
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. მისივე თქმით, მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან.
„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობაზე. ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა შოლცმა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, უსაფრთხოების გარანტიები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყოს უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც მტრისგან თავის დასაცავად სჭირდება.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრებს უკრაინის შესახებ მკაფიო გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.