ოლაფ შოლცი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს წევრის სტატუსისგან
ოლაფ შოლცი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს წევრის სტატუსისგან

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. მისივე თქმით, მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან.

„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობაზე. ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, უსაფრთხოების გარანტიები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყოს უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც მტრისგან თავის დასაცავად სჭირდება.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრებს უკრაინის შესახებ  მკაფიო  გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.