ოლაფ შოლცი - სერიოზულად ვუყურებთ საშიშროებებს, რომლებიც ირანის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით ჩნდება, სამხედრო აქტივობის ადგილი არ არის
ოლაფ შოლცი - სერიოზულად ვუყურებთ საშიშროებებს, რომლებიც ირანის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით ჩნდება, სამხედრო აქტივობის ადგილი არ არის

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიაში სერიოზულად უყურებენ ირანის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით გაჩენილ საშიშროებებს. აღნიშნულის შესახებ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანული მედიის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

შოლცს კითხვა დაუსვეს ირანთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „დიდი შეშფოთება არსებობს, რომ ირანი შეიძლება, ისრაელს დაესხას თავს და ეცდება თუ არა ის ჩინეთში ვიზიტისას, გავლენა გამოიყენოს?“

შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობაც და პარტნიორებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა სწორი გზავნილები ჰქონდეთ.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ იმას, რაც ხდება, იმ საშიშროებებს, რომლებიც ჩნდება ირანის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მეც და საგარეო საქმეთა მინისტრიც, მთელი მთავრობაც, ჩვენი პარტნიორებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწორი გზავნილები გავაკეთოთ, რომ სამხედრო აქტივობის ადგილი არ არის და ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ფართო სპექტრის მესიჯებზე ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა შოლცმა.