ოლაფ შოლცი - სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატის წევრებთან საუბარი, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად უკრაინას ყველა შესაძლო მხარდაჭერა სჭირდება
გერმანიის კანცლერმა აშშ-ში, სენატორებთან შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ყველა შესაძლო მხარდაჭერა სჭირდება.
„სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატის წევრებთან კვლავ შეხვედრა და საუბარი. უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ყველა შესაძლო მხარდაჭერა სჭირდება“, – წერს შოლცი.
გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში გუშინ გაემგზავრა, დღეს კი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.