ოლაფ შოლცი – სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატის წევრებთან საუბარი, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად უკრაინას ყველა შესაძლო მხარდაჭერა სჭირდება
გერმანიის კანცლერმა აშშ-ში, სენატორებთან შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ყველა შესაძლო მხარდაჭერა სჭირდება.
„სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატის წევრებთან კვლავ შეხვედრა და საუბარი. უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ყველა შესაძლო მხარდაჭერა სჭირდება“, – წერს შოლცი.
გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში გუშინ გაემგზავრა, დღეს კი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.
It was good to talk again with members of the US Senate from both sides of the aisle. Ukraine needs all of our support in order to defend itself against Russia’s aggression. pic.twitter.com/sMloMcj5OU
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) February 9, 2024