ოლაფ შოლცი - რუსეთში შეჭრის შესახებ უკრაინას გერმანიასთან კონსულტაცია არ გაუვლია
რუსეთში შეჭრის შესახებ უკრაინას გერმანიასთან კონსულტაცია არ გაუვლია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
კიშინეუში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას არ გაუვლია კონსულტაცია ბერლინთან 6 აგვისტოს რუსეთში მოულოდნელი შეჭრის შესახებ და მოელის, რომ ეს სამხედრო ოპერაცია დროსა და ტერიტორიაში შეზღუდული იქნება.
შოლცის თქმით, ბერლინი ყურადღებით აკვირდება შეჭრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
„უკრაინამ სამხედრო ოპერაცია კურსკის რეგიონში მოამზადა ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, სიტუაციიდან გამომდინარეობს. ეს არის ძალიან შეზღუდული ოპერაცია სივრცის და, სავარაუდოდ, დროის კუთხითაც“, – აღნიშნა შოლცმა.
ამასთან, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინის უდიდეს მხარდამჭერად ყოფნას გააგრძელებს.