გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან დაწყებულ ომში დამარცხდება. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა რიგით მეორე საერთაშორისო ტელემარათონის, „გადავარჩინოთ უკრაინა“ მიმდინარეობისას გააკეთა.
„ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ფიქრებითა და გულით. პუტინი ვერ მოიგებს, თქვენთან ერთად ვართ, ერთიანები ვართ. ჩვენ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა დაეხმარონ უკრაინის ეკონომიკას იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავდაცვა.
ოლაფ შოლცის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე გერმანიამ 800 ათასი უკრაინიდან დევნილი ადამიანი მიიღო.