ოლაფ შოლცი ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ის ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
ეს შოლცის პირველი ვიზიტია ლიეტუვაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
„სამიტზე ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით შეკავებიდან მოწინავე თავდაცვაზე, ბატალიონებიდან ბრიგადებზე და საჰაერო დაზვერვიდან საჰაერო თავდაცვაზე“, -განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდ სიმონიტემ შოლცის ვიზიტამდე.
ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ნატო-ს ათასობით სამხედროა დისლოცირებული.