ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს - მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისა და ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის
ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს - მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისა და ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გულითადად გილოცავთ თქვენს დანიშვნას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისა და ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. გისურვებთ იღბალსა და წარმატებას თქვენს თანამდებობაზე. საუკეთესო სურვილებით, ოლაფ შოლცი“, – ნათქვამია მილოცვაში.

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.