ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს სხდომის ჩატარებამდე დასავლეთ ბალკანეთში გაემგზავრება
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მომდევნო თვეში ევროპული საბჭოს სხდომის ჩატარებამდე, დასავლეთ ბალკანეთში გაემგზავრება. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
კანცლერის თქმით, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებით მრავალწლიანი რეფორმების პროცესში არიან ჩართულნი.
„მათ წინაშე ჩვენი ვალდებულებების პატივისცემა არ არის მხოლოდ ჩვენი სანდოობის საკითხი. დღეს, როგორც არასდროს, მათი ინტეგრაცია ასევე ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში შედის“, – აღნიშნა შოლცმა და ამ რეგიონში „გარე ძალების“, მათ შორის რუსეთის გავლენაზე გააკეთა აქცენტი.