ოლაფ შოლცი - 27-ჯერ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი მიწა
ოლაფ შოლცი - 27-ჯერ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი მიწა

27-ჯერ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი მიწა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, სურთ, აამოქმედონ საბიუჯეტო მხარდაჭერა უკრაინისთვის მომდევნო წლების განმავლობაში და ეს შესაძლებელი უნდა იყოს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჩვენ გვინდა, დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ დეკემბერში, რომელიც გულისხმობს მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადასინჯვის შესახებ საერთო გადაწყვეტილების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ავამოქმედოთ საბიუჯეტო მხარდაჭერა უკრაინისთვის მომდევნო წლების განმავლობაში. მჯერა, ეს შესაძლებელი უნდა იყოს, თუ ევროპა მიიჩნევს თავს საზოგადოებად, რომელშიც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას და ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. მე პირადად, ბევრს ვიმუშავებ სხვასთან ერთად, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება 27 წევრ ქვეყანას შორის. 27-ჯერ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი მიწა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომლის წინააღმდეგაც უნგრეთი გამოდის.