ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ინფორმაციისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი დააკავეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა დე ფაქტო ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის ყოფილი ეწ.მინისტრი გიორგი კაბისოვი დააკავეს, რომელიც დე ფაქტო საგარეო დაზვერვის სამსახურში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კაბისოვი ე.წ. თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი. მასთან ერთად, დაკავებულია ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრი მირიამ ჯიოევი, რომელიც ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.
ე.წ. სისხლის სამართლის დანაშაულზე მიმდინარეობს მოკვლევა.