ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ლიდერებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევსაც.