ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელაში ჩავა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელაში ჩავა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელაში ჩავა.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იუწყებიან, რაულ ხაჯიმბა კარაკასში 10-11 იანვარს ჩავა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრება.

„დაგეგმილია რაულ ხაჯიმბას მოლაპარაკებები ნიკოლას მადუროსთან, რა დროსაც მხარეები ვენესუელა-აფხაზეთის ურთიერთობების პერსპექტივას განიხილავენ“, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა არალეგიტიმური უწოდა.

ოპოზიცია ითხოვს, ქვეყნის მმართველობა პარლამენტს გადაეცეს.

ნიკოლას მადუროს მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევას არალეგიტიმურად თვლის აშშ-ი, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი.