ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერად გენადი გაგულია დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია დანიშნა.
გაგულია ე.წ. პრემიერად უკვე მესამედ დაინიშნა, ამ ე.წ. პოსტზე ის 1995-1997 და 2002-2003 წლებში მუშაობდა.
გენადი გაგულიამ ბესლან ბარციცი ჩაანაცვლა, რომელიც 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა ამ ე.წ. პოსტს.
გენადი გაგულია გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მკვიდრია. მას ბელორუსიაში სამშენებლო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა საზოგადოებრივი კვების სფეროში მუშაობდა.