ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის ნეშტი გადმოასვენეს, პანაშვიდები სამების ტაძარში გაიმართება
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გადმოსვენებული ხუთი პირიდან ორი სამხედრო პირია.
სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
იდენტიფიცირებულთაგან ერთი ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.