ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის არმიის მიერ სევასტოპოლის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის არმიის მიერ სევასტოპოლის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მიხაილ რაზვოჟაევი ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, სევასტოპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელი თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან ერთი ორი წლის ბავშვია. უჩკუევკაში ვითარება მძიმეა. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა ჯგუფი. რამდენიმე ადამიანი უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამედიცონო დახმარება 22 ადამიანს დასჭირდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სევასტოპოლში რამდენიმე ადამიანი სარაკეტო თავდასხმის მოგერიების დროს ნამსხვრევებისგან დაშავდა.