უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განთავსებული სარაკეტო დივიზიონები დაბომბა

14:59, 10.06.2024

უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების „ეს 400“-ის სარაკეტო დივიზიონი დაბომბა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული სარაკეტო დანაყოფი ჯანკოის რაიონში დაიბომბა. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიასთან განთავსებული „ეს 300“-ის ორი სარაკეტო დივიზიონი.

„არცერთი ჩვენი რაკეტა არ ყოფილა განეიტრალებული მტრის „უაღრესად ეფექტური“ საჰაერო თავდაცვის მხრიდან. კერძოდ, მითითებულ რაიონებში უკრაინის სარაკეტო ძალების თავდასხმის შემდეგ დაფიქსირდა „ეს-300“, „S-400“ კომპლექსების რადარების მოქმედების დაუყოვნებლივი შეწყვეტა“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

გარდა ამისა, ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საზენიტო-სარაკეტო დივიზიების საწყისი პოზიციების სამივე ზონაში საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ.

მსგავსი