ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობა სრულდება და ის ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლაში დარიგდება, – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„სახელმძღვანელო უძველესი დროიდან 2008 წლის ჩათვლით რეგიონის ისტორიას მოიცავს და მის შექმნაზე მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის მურატ ჯიოევი, ირინა გაგლოევი და კონსტანტინე პუხაევი“, – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
სახელმძღვანელოს გამოცემა ოკუპირებულ რეგიონში იგეგმება და მისი ტირაჟი 500-ს გადააჭარბებს, – იტყობინება გამოცემა.