ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სასამართლომ იზოლატორში პატიმრის წამებაში ეჭვმიტანილი შვიდი მილიციელის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სასამართლომ იზოლატორში პატიმრის წამებაში ეჭვმიტანილი შვიდი მილიციელის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა კიდევ ორი მილიციონერი, რომელთაც ოკუპირებული რეგიონი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ ნანიევზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
ამასთან ე.წ. პროკურატურამ დაასახელა დაკავებულების სახელებიც. შეგახსენებთ, მოთხოვნას ცხინვალში გამართული აქციების მონაწილეები აყენებდნენ.
როგორც „კავკაზ.რეალი“ იუწყება,დაპატიმრებულებს შორის არის ე.წ. კრიმინალური მილიციის რამდენიმე „განყოფილების უფროსი“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხინვალში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორების ე.წ. ოპოზიციონერი პარლამენტარები იყვნენ. აქციაზე 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომა მოითხოვეს.