ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულებს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულებს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის, ანდერი კაბანოვის მკვლელობისთვის გუდაუთის რაიონის ორ მცხოვრებს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა.

მკვლელობა 2017 წლის ივნისში სოფელ პრიმორსკოეში მოხდა. დაკავებულები ძმები ადგურ და დაურ ჯინჯოლიები არიან.

ე.წ. სასამართლოს განცხადებით, მათ ყაჩაღობისა და ფულის გამოძალვის მიზნით, რუსი ტურისტი გაიტაცეს და მოკლეს.

ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებმა მოკლულის ცოლს კომპენსაციის სახით 900 ათასი რუბლი უნდა გადაუხადონ.