ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება იწყება
ოკუპირებულ აფხაზეთში „ამომრჩეველთა კლუბმა“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, – იტყობინება „აპსნი.რუ“
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში რუსული პასპორტი 190 ათას ადგილობრივ მცხოვრებს აქვს, რაც მთლიანი მოსახლეობის 80%-ს შეადგენს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კი 25 ათასს ადამიანს. კლუბის წარმომადგენლები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას გეგმავენ.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში 16 „საარჩევნო უბნის“ გახსნა იგეგმება, რაც 2016 წელს რუსეთის დუმის არჩევნებისთვის გახსნილი „უბნების“ რაოდენობას ორჯერ აღემატება.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება და მისი ჩატარება რეგიონში მომავალ წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის სამზადისი და მისი „გენერალური რეპეტიცია“ იქნება, რადგან „აფხაზებს ორი პრეზიდენტი ყავს და მოსახლეობა ორივეს ირჩევს“,- წერს „აპსნი.რუ“