ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ალხას კვიცინიასა და ასლან ბჟანიას შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ე.წ. ვიცე პრეზიდენტი ასლან ბარციც და უშიშროების საბჭოს პრესმდივანი მუჰამედ კილბა. გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული სიტუაცია განიხილეს და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრეს.
ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთო თანხმობის მიღწევა იმისთვის, რომ არ მოხდეს შეტაკებები. ოპოზიციის ლიდერებმა კი შეშფოთება გამოთქვეს არსებული სიტუაციის გამო.