კოდორის ხეობაში, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, მამაკაცი ქუთაისის მკვიდრია და ის წარსულში მძიმე დანაშაულისათვის იხდიდა სასჯელს. დაკავებულს ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ეს ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხეობიდან გადასვლის პირველი შემთხვევაა.
ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.