ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექციის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექციის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ზე 26 ადამიანი შეამოწმეს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექცია 84 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი დაიღუპა.