ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 131 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ – 19“ შვიდს დაუდასტურდა.
აფხაზეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 155 შეადგენს, მათ შორის 51 გამოჯანმრთელდა.
გუდაუთის რაიონულ სასამართლოში 40 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებულებს შორის ექვსი მცირეწლოვანია.
აფხაზეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.