ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, დღეს 134 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და რვა მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 71 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრებისა და ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ტესტირება დაიგეგმა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. პარლამენტის წევრ ლევონ გალუსტიანს.